შოთა გეწაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს. დეპუტატების შეკითხვებს უკვე 8 საათია, მოსამართლე შოთა გეწაძე პასუხობს. მის საქმეებს შორის არის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმებაზე. სწორედ ამ მიმართულებით დაუსვეს მას შეკითხვები უმრავლესობის წარმომადგენლებმა.