შოთა დიღმელაშვილის განცხადება

მოძრაობა „სირცხვილია“ ჩართული უნდა იყოს იმ მოლაპარაკებების ფორმატში, სადაც არჩევნების ჩატარების გერმანულ მოდელს განიხილავენ –  ამ განცხადებით ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დიპლომატების მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შორის გამართულ პირველ შეხვედრას. ის მიიჩნევს, რომ მოძრაობას, როგორც მხარეს, საკუთარი პოზიცია გააჩნია და აღნიშნულ ფორმატში მის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში, საპროტესტო აქციების პერსპექტივაზე ოპოზიციური ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად ვერ ისაუბრებენ.