შობის დღესასწაულის აღნიშვნა საქართველოში

ქრისტეს შობის დღესასწაული რელიგიურმა კონფესიებმა საქართველოშიც აღნიშნეს. თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა. მსახურება კოვიდპანდემიის გამო დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა. მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემაც მიულოცა.