შობა საქართველოში - „მოამბე“ სპეციალურ გამოშვებას ამზადებს

შობას აღნიშნავენ დღეს საქართველოშიც. სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ტაძრებში შეიკრიბებიან და ზუსტად 12 საათიდან დღესასწაულს იზეიმებენ.

თარიღთან დაკავშირებით, სპეციალურ გამოშვებას ამზადებს მოამბე. ჩვენი ჟურნალისტები სხვადასხვა ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს შობის დადგომას მიულოცავენ. გამოშვება 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.