„შმაქსის“ აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
„შმაქსის“ წარმომადგენლების აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მათი განცხადებით, 17 დეკემბერს ათეულობით „შმაქსის“ მძღოლი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა 200 ლარით დააჯარიმეს. მიზეზი კი ახალი კანონია, რომლის მიხედვითაც, ტაქსის ტრაფარეტთან მიმსგავსებული საშუალებებით გზებზე გადაადგილება უნებართვო საქმიანობად ითვლება.
დაჯარიმებული მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ამ ჩანაწერის შესახებ არ იცოდნენ. ისინი უწყებას ჯარიმების ანულირებას სთხოვენ. ზურა ჯაფარიძე კი სამინისტროსგან ერთთვიან ვადას ითხოვს, რათა ორგანიზაციამ გამოსავალი მოძებნოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა, აქციის მონაწილეების საპასუხოდ, „მოამბეს“ განუცხადა, რომ უწყებამ „შმაქსის“ წარმომადგენლებს არაერთხელ მოუწოდა, დედაქალაქის მერიის მიერ დადენილ წესებს დამორჩილებოდნენ.