შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აცხადებს, რომ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის მიზეზით, დისკრიმინაციის მსხვერპლია. გოგა რაზმაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა სადაც, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კურატორი, ალექსანდრე დარახველიძე დაადანაშაულა. რაზმაძის თქმით, ის ჩამოაშორეს პროცესებს და დეპარტამენტში მოულოდნელად დაიწყო აუდიტი.
გოგა რაზმაძე სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის უწყებას მოუწოდებს, დაინტერესდნენ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით. ბრალდებების ადრესატი კი ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს გენერალურ ინსპექციაში და სიმართლეს გამოძიება დაადგენს.