შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

15:12, 04.12.2024

ნივთის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ 1982 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა და შემდეგ მზიურის პარკში მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა. ლ.ჩ წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვისაა ნასამართლევი. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი