სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.