შინაგან საქმეთა მინისტრმა მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის – „მამისონის“ ახალი შენობა გახსნა. შსს-ს ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი. სასაზღვრო სექტორის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის, საქართველოში ამერიკის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციისა და რეგიონული უსაფრთხოების ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა. სასაზღვრო სექტორი, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა . შენობის ინფრასტრუქტურა ადგილობრივი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით მოეწყო.