შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების წინაშე კვირას სასესიო ფორმატში წარდგება. მისი დაბარება ოპოზიციის ინიციატივაა, თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენას პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

ცნობილია, რომ სესიას დაესწრება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია „ლელო“. ოპოზიციის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ვახტანგ გომელაურის გადადგომაა, მასთან შეკითხვები მაინც აქვთ. მთავარი კითხვაა, რატომ არ იყო სამართალდამცველთა სრული მობილიზება 5 ივლისს და რატომ ვერ მოახერხა უწყებამ თავიდან აეცილებინა დაპირისპირება და ძალადობა მედიის წინააღმდეგ.

დატოვე კომენტარი