შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ბოლო ორ დღეში გაკეთებული განმარტებები მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციისთვის. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა ოპონენტთა დღის წესრიგში რჩება. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა „ევროპული საქართველოს“ ავტორობით მომზადებული დადგენილების პროექტი, სადაც სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების არგუმენტით გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიც. მათგან განსხვავებით, მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხს მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ოპონენტებს მოუწოდებს, გამოძიების დასრულებას დაელოდონ.