შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება

5 ივლისს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თქმით, წარმოუდგენელი იყო, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური თავდასხმა მოხდებოდა, ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა. მინისტრის განმარტებით, პოლიციელები ყველგან იყვნენ გადანაწილებული და მათი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი. მინისტრმა ჟურნალისტებს პარლამენტში მისი დაბარების საკითხზეც უპასუხა და განაცხადა, რომ თუ ჯანმრთელობა ხელს არ შეუშლის, საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა და  ზუსტად ახსნის თუ რა და როგორ მოხდა.