შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ პარლამენტში. თუმცა, ზუსტი თარიღი უცნობია. შესაძლოა, ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას, რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს. ოპოზიციის ერთ ნაწილს აინტერესებს, რატომ არ იყო პოლიციელთა საკმარისი რაოდენობა რუსთაველზე და რატომ ვერ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტების ძალადობისაგან დაცვა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ შეკითხვები არ აქვთ და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.