შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში

პარლამენტში ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო გიორგი გახარია პოლიციელებს ბოდიშს უხდის. როგორც მოსალოდნელი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენამ მწვავე დებატების ფონზე ჩაიარა.

ოპონენტებს შორის განსაკუთრებით ნიკა მელია აქტიურობდა, რომელმაც მინისტრს უნამუსო და კრიმინალი უწოდა. ოპოზიციის განსაკუთრებული გაღიზიანება ვიცე-პრემიერის გამოსვლის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც გახარიამ ოპონენტებს კითხვების შინაარსი დაუწუნა.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ეთიკის ნორმებზე რამდენჯერმე მიუთითა უმრავლესობამაც, სადაც ფიქრობენ, რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს მის უწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრის საშუალება არ მიეცა.