შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის დეპარტამენტში

მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია შინაგან საქმეთა მინისტრი. ისაუბრეს განხორციელებულ რეფორმებზე. ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილმა მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გაძლიერებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ და განახლებულმა ინფრასტრუქტურამ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა.