შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

12:22, 09.06.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და არსებული კავშირების გაფართოების მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ისრაელის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებობს მჭიდრო და ეფექტიანი ორმხრივი ურთიერთობები. ამასთან, მან მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

მსგავსი