შინაგან საქმეთა მინისტრი დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა

15:23, 11.06.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 40 ახალი ავტომობილით განახლდა. შეხვედრაზე მინისტრს დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალადაშვილმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო. სულხან თამაზაშვილი დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ცენტრალური მართვის განყოფილებისა და ცხელი ხაზის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო.

მსგავსი