„შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში“

„შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში: კარგი პრაქტიკა, გამოცდილება და გამოწვევები“ – ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დისკუსია გამართა.

მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ინიციატორების განცხადებით, მიზანი შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხებზე მოსაზრებების გაზიარება, პრობლემების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო რეფორმების გატარებაა.