შიდაპარტიული არჩევნებისთვის მზადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების თარიღი მომავალ კვირას გახდება ცნობილი. არჩევნების მოახლოების პარალელურად, პარტიაში დაძაბულობა მატულობს. როგორ გაგრძელდება ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, გამოკვეთილი დაპირისპირებული მხარეების თანამშრომლობა, ჯერჯერობით უცნობია. უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ მიმდინარე პროცესები პარტიის გარდაუვალი აღსასრულია. თავად „ნაციონალ მოძრაობაში“ კი დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები პარტიას კიდევ უფრო გააძლიერებს და პროცესებს გააჯანსაღებს.