შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე შიდაპარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაციის ხარვეზებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ამომრჩეველთა ნაწილი დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. გიორგი მუმლაძის თქმით, მან მიიღო დაპირება, რომ რეგისტრაციის ხარვეზი ხვალამდე გამოსწორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეფასებით, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება.

პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებით, შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, გასული 48 საათის განმავლობაში 7 173 ამომრჩეველი დარეგისტრირდა და ყველა საკითხი უზრუნველყოფილია.

არჩევნები 28-29 იანვრისთვისაა ჩანიშნული.