შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის რეგულირება

წყლის ტრანსპორტი საკანონმდებლო რეგულაციების ქვეშ ექცევა.

სფერო, რომელიც წლების განმავლობაში უკონტროლო იყო, ახალ წესებს დაექვემდებარება. საუბარია მდინარეებსა და ტბებზე მცურავ საშუალებებზე, რომლებსაც ტურისტები აქტიურად იყენებენ. უბედური შემთხვევების პრევენციისა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებები შედის, შედეგად წყლის ტრანსპორტის უსაფრთხოებას სპეციალური უწყება გააკონტროლებს. 2025 წლიდან ასამოქმედებელ რეგულაციებზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, წყლის ტრანსპორტის ზედამხედველობის ქვეშ მოქცევას დროულად მიიჩნევენ სფეროს წარმომადგენლები.