შიდა ქართლის რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა

პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა შიდა ქართლის რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ. თანამდებობაზე ის 2021 წლის ივნისში დაინიშნა. რატომ მიიღო ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება, მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა გამორიცხა ყოველგვარი დაპირისპირება. ვალერიან მჭედლიძე საქმიანობას გარემოს დაცვის მიმართულებით გააგრძელებს. ვინ იქნება რეგიონის ახალი გუბერნატორი, ჯერ-ჯერობით უცნობია.​