შეზღუდვები საავტომობილო მაგისტრალებზე

12:33, 22.11.2026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, კორშა-ხახმატის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რაც შეეხება საერთაშორისო მნიშვნელობის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მიმართულებას, საავტომობილო გზის: გუდაური, ფოსტა, კობის მონაკვეთზე შეზღუდვა მოხსნილია და მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი