შეზღუდვები გზებზე

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე კვლავ შეზღუდვებია. დიდთოვლობის გამო მაღალმთიან რეგიონებში დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა შეზღუდულია: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, ასევე უშგული-ლასდილისა და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: ახალციხე-ნინოწმინდის, ახალქალაქი კარწახის საავტომობილო გზებზე, ასევე აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე და ნაქერალას უღელტეხილზე. რაც შეეხება ლენტეხი-მელესა და კურორტი გოდერძის მონაკვეთებზე, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები.