შეზღუდული უფლებამოსილება გაწევრიანების სანაცვლოდ
შეზღუდული უფლებამოსილება გაწევრიანების სანაცვლოდ — ევროკავშირის ელჩებმა ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას მხარი დაუჭირეს. რაც შეეხება ხმის უფლების შეჩერებას, შემზღუდავი მექანიზმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ახალი წევრი კანონის უზენაესობის პრინციპებს სერიოზულად დაარღვევს ან ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღებას ხელს შეუშლის. მკაცრი წინაპირობის შესაძლო ამოქმედების მიზეზად, უნგრეთის მაგალითი, კერძოდ კი ვიქტორ ორბანის მთავრობასთან არსებული რთული გამოცდილება სახელდება, რომელიც სხვადასხვა საკითხზე ვეტოს უფლებას აქტიურად იყენებდა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, მოსალოდნელი შემზღუდავი ზომა უკვე გახდა შიდა უთანხმოების მიზეზი, იმის გათვალისწინებით, რომ წევრობასთან ყველაზე ახლოს მონტენეგროა, ქვეყანა კავშირის წევრებს აფრთხილებს, რომ გადაწყვეტილებები ობიექტურ კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს. იცვლება თუ არა მთავარი პრინციპი, – თანასწორუფლებიანობა, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა.