შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა. კონფერენციის მხარდამჭერი, გაერო-ს განვითარების პროგრამა და შვედეთის საელჩო იყვნენ. შეხვედრაზე შსს-მ შეაჯამა ის საქმიანობა, რომელიც უწყებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის განხორციელდა.

კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაესწრნენ.