დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილსა და აბაშაში. აქ სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს. ელექტრიკოსებს დაზიანების ადგილებამდე მისვლა ფეხით უწევთ. არის ადგილები, სადაც ჯერ-ჯერობით მიახლოება ფეხითაც ვერ ხერხდება. დიდთოვლობის შედეგად, გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგო ინფრასტრუქტურაც.