შეწყალება კიტ კელოგის შუამავლობით

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტის დროს რამდენიმე პატიმარი შეიწყალა. გავრცელებული ცნობით, შეთანხმება სწორედ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის შუამავლობით მოხდა. გათავისუფლებულებს შორისაა ბელარუსის ოპოზიციის დევნილი ლიდერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას მეუღლე, სერგეი ციხანოვსკი. სულ გათავისუფლებულია 14 ადამიანი.
ლუკაშენკოს ხელისუფლებამ სერგეი ციხანოვსკი 2020 წელს დააკავა, როგორც მაშინდელი ბელარუსის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და ლუკაშენკოს პირდაპირი ოპონენტი. მინსკის სასამართლომ სერგეი ციხანოვსკის ყველაზე მკაცრი პირობებით, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.