„შევაჩეროთ ომი ბავშვების წინააღმდეგ“

„შევაჩეროთ ომი ბავშვების წინააღმდეგ“, – ამ სლოგანით, სოფელ ხურვალეთში სკოლის მოსწავლეებისათვის გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის, „გადავარჩინოთ ბავშვები“, გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და მიეძღვნა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ბავშვებს.   კამპანიის მიზანია, მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენოს კონფლიქტის პირობებში მცხოვრები ბავშვების საჭიროებები. ორგანიზაცია 120 ქვეყნის მასშტაბით საქმიანობს და მილიონობით ბავშვის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.