შეთავაზება უმცროსი ექიმებისთვის

21:55, 05.08.2025

უმცროსი ექიმების ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დაწყებას რეზიდენტურის გავლის გარეშე შეძლებს.

ინიციატივას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, კრიტიკა უკვე მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის აზრით, მედპერსონალს რეზიდენტურის გავლის გარეშე პაციენტების მკურნალობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. განსხვავებულია მინისტრის პოზიცია. როგორც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რეზიდენტურის გარეშე საქმიანობას ის უმცროსი ექიმები შეძლებენ, ვისაც გამოცდა ჩაბარებული, სამუშაო სტაჟი კი საკმარისი და ხშირ შემთხვევაში რეზიდენტურაზე ხანგრძლივიც აქვს. მიხეილ სარჯველაძის პოზიციაა, რომ კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. წლებია გამოწვევად სახელდება ისიც, რომ ქვეყანაში რეზიდენტურა ფასიანია. სამომავლოდ ანონსდება სამედიცინო განათლების სისტემური ცვლილებებიც.

მსგავსი