შეთანხმება მაკედონიასა და საბერძნეთს შორის

პრობლემა, რის გამოც ნატო-სა და ევროკავშირში მაკედონიის გაწევრიანებას საბერძნეთი მუდმივად აფერხებდა, დიდი ალბათობით მოგვარებულია. მრავალწლიანი უთანხმოების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერები იუგოსლავიის ყოფილი სახელმწიფოსთვის სახელწოდების შეცვლაზე და მისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ლიდერების და ევროსტრუქტურების ხელმძღვანელების სიხარული, შესაძლოა, ნაადრევი აღმოჩნდეს.

დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნისთვის სახელის შეცვლას არ თანხმდება. ახლა საინტერესოა, დაძლევს თუ არა პარლამენტი პრზიდენტის ვეტოს.