შენობა-ნაგებობების იერსახე და პარამეტრები – ახალი რეგულაცია ამოქმედდა
მთელი ქვეყნის მასშტაბით სივრცითი მოწყობის ახალი სტანდარტები ამოქმედდა.
ყველა ქალაქისა და რაიონული ცენტრისთვის შემუშავდა კონკრეტული სტანდარტები, რომელთა დაცვა როგორც დეველოპერულ კომპანიებს, ასევე ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწევთ. მიზანი შენობების და ნაგებობების არქიტექტურული იერსახის გარემო სივრცესთან ჰარმონიზაცია და ავთენტური იერსახის დამახინჯების პრევენციაა. სწორედ ამ რეგულაციების გათვალისწინება იქნება ერთ-ერთი პირობა ნებისმიერი სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს. სპეციალისტების მიერ შემუშავებულ პროექტში გაწერილია სტანდარტები როგორც შენობების ფასადებისთვის, ასევე სამშენებლო მასალების შესარჩევად.
ახალი ესთეტიკური პარამეტრების შემუშავებას წინ ხანგრძლივი კვლევა უძღოდა.