შემთხვევა ზუგდიდში

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან, სადაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, თენგიზ ჯგუშია მივიდა. ის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან, გიორგი შენგელიასთან შეხვედრას ითხოვდა.

აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. უცნობმა პირებმა ჯგუშიას, მისთვის გაურკვეველი ნივთი ესროლეს. დამოუკიდებელი კანდიდატი ვითარების დაძაბვაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი, ჯგუშიას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და კომენტარს არ აკეთებენ.