შემთხვევა ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე
ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე თავდაცვის ძალების ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, რიგითი ვლადიმერ მახათაძის გარდაცვალების საქმეზე ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი დღეს დილით ნახეს.