შემთხვევა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე

ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ  მძიმეა. მას ამ წუთებში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება, მამაკაცს ოპერაცია გვიან ღამითაც ჩაუტარდა.

რაც შეეხება დაშავებულ ქალბატონს, მან სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. 15 წლამდე მოზარდის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა გუშინ, ღამით ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა, ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.