შემთხვევა რუსთავში 

ჯერ-ჯერობით უცნობმა პირებმა რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ივანე გველესიანს  სცემეს. გველესიანს დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული მოთავსებულია კლინიკა „რუსთავში“. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. მისივე მტკიცებით, მას შემდეგ რაც გველესიანმა, რომელიც მერიის არასაჯარო იურიდიული პირის „კორპუსის“ თანამშრომელი იყო, უარი განაცხადა „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მოგროვებაზე და სამსახური დატოვა, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მისი დაშინება, რაც ცემით დასრულდა. ბრალდებებს პასუხობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი. ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერააა და წინასაარჩევნო კამპანიაში დესტრუქციის შემოტანა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის. ლაცაბიძე გამორიცხავს, რომ ძალადობაში მონაწილეობა მიეღო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრს.