„ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. თანამშრომლებს დილით კარი ჩამტვრეული დახვდათ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. „ნაციონალური მოძრაობა“ მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.