სროლა თბილისში.
არსებული ინფორმაციით, დილის საათებში დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან მანქანით გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.