შემთხვევა დმანისში

დმანისში მომხდარ ინციდენტზე სოფელ განთიადის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილია დაკავებული. ის სამართალდამცავებს თვითონ ჩაბარდა. გამოძიების ინფორმაციით, მან წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით, სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს. დაშავებულები თბილისში არიან გადმოყვანილი. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.