შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსებისთვის გათხრილი საძირკველი ჩამოიშალა. დაზიანდა მეზობლად მდებარე კორპუსებისკენ მიმავალი გზა და ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მინისტადიონი.

ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და მშენებელ კომპანიას სამშენებლო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.

მშენებელი კომპანია „ელექტროლუქსის“ წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ პრობლემა ძლიერმა წვიმამ შექმნა და მოსახლეობას ზარალს აუნაზღაურებენ.