შემთხვევა აეროპორტში

21:07, 04.07.2018

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოთხი თანამშრომელი საავადმყოფოში მოხვდა.

2 ივლისს გაფრენის დარბაზში მომხდარი ფაქტით სამართალდამცავები ინტერესდებიან.

დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელმაც, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აეროპორტში ავიაკომპანია „აეროფლოტის” სალაროსთან მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დაღვარა. როგორც ადგილზე ამბობენ, მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.

 

მსგავსი