შემდგარი „პრაიდი“

კონტრაქციის მიუხედავად, თბილისში „ღირსების მარში“ მაინც გაიმართა. ჯერ კიდევ გუშინ გვიან ღამით ორგანიზატორებმა დღეისთვის დაგეგმილი მსვლელობა გაუქმებულად გამოაცხადეს, თუმცა ლგბტქ თემის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან და უფლებადამცველებთან ერთად დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მაინც შეიკრიბნენ.

„არა ჰომოფობიას“,- ამ ლოზუნგით გაიმართა უწყების წინ მსვლელობა, რომლის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და მათი უფლებების დაცვა მოითხოვეს.

მსვლელობა მალევე დასრულდა, რადგან რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის საწინააღმდეგო აქციის 100-მდე მონაწილე ლევან ვასაძესთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრა.