შემაჯამებელი შეხვედრა
მოძრაობა „ხმამ“ უფასო სასკოლო კვების კამპანიის შემაჯამებელი საჯარო შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა ისაუბრეს 2021 წელს დაწყებული კამპანიის ეტაპებზე, მოქალაქეთა მობილიზაციასა და კანონპროექტის მხარდასაჭერად შეგროვებულ 37 ათას ხელმოწერაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კანონპროექტის შინაარსი, საერთაშორისო გამოცდილება, საკანონმდებლო პროცესის მიმდინარეობა და კამპანიის სამომავლო გეგმები. შეხვედრას მოძრაობის წევრები, ხელმოწერების შეგროვებაში ჩართული მოხალისეები და უფასო სასკოლო კვების იდეის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.