შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტი

21:42, 04.10.2023

ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა პარლამენტში შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებების განხილვა.

ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აცხადებს და მმართველ პარტიას მწვავედ აკრიტიკებს. ხმაურს მიზეზი გახდა ოპონენტების ნაწილის შეფასებებიც, რომლებმაც კანონს „რუსული“ უწოდეს. ოპოზიციის რიტორიკა პარლამენტის თავმჯდომარემ გააპროტესტა. თავის მხრივ მმართველი გუნდი დაგეგმილ ცვლილებებს სუს-ის გამოძიებას და დაანონსებულ არეულობას უკავშირებს. სახელისუფლებო გუნდის წევრების პოზიციით, მიზანი ქვეყანაში მოსალოდნელი არეულობის პრევენციაა. ურთიერთბრალდებების მიუხედავად, პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

მსგავსი