შეკრება გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ცენტრალურ ოფისში შტაბების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ყველა რეგიონის შტაბის ხელმძღვანელი ესწრებოდა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, შეხვედრები პერმანენტულია, დღეს კი ცენტრალურ ოფისში ახალ გეგმებზე და სტრატეგიაზე იმსჯელეს. მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტები იმ რეგიონებზე გაკეთდება, სადაც პირველ ტურში ხელისუფლების მხრიდან ჩარევის მცდელობა დააფიქსირეს.