შეხვედრები ვენეციის კომისიასთან

21:14, 01.04.2019

რა კრიტერიუმებით და პროცედურებით უნდა შეირჩნენ მოსამართლეები სასამართლოს უმაღლესი ინსტანციისთვის. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ სადავო კანონპროექტზე დასკვნის დაწერამდე ვენეციის კომისიის წევრები თბილისში ჩამოვიდნენ და პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან შეხვედრები დაიწყეს.

ირაკლი კობახიძის და ექვსი დეპუტატის ავტორობით შემუშავებულ დოკუმენტს მწვავედ აკრიტიკებენ და მას მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ინტერესებზე მორგებულად მიიჩნევენ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ევროპელ ექსპერტებს საკუთარი ალტერნატიული კანონპროექტები და წინადადებები გააცნეს.

მსგავსი