შეხვედრები რომში კულტურის ცენტრებსა და საკვირაო სკოლებში

კულტურის მინისტრი რომის სამრევლოსთან არსებული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების პედაგოგებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა. თინათინ რუხაძესთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა იტალიაში საქართველოს ელჩი და რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. განხილული იყო არსებული გამოწვევები, სამომავლო პროექტები და ის გზები, რომელთა საშუალებითაც, კულტურის სამინისტრო დიასპორულ ორგანიზაციებს კულტურის სფეროში საქმიანობის გაღრმავებაში უნდა დაეხმაროს.