შეხვედრები რეგიონებში

„ხალხის ძალის“ ლიდერები რეგიონების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განვლილი წელი შეაჯამეს, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. „ხალხის ძალის“ ლიდერების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა სულ რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა, რეგიონებიდან მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეხვედრებს მომავალშიც გეგმავენ.