შეხვედრები გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში  

გაერო-ს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ის ცნობილი ხელშეკრულებაა, რომელიც ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და საფრანგეთის დავის მიზეზი გახდა.

საუბარია „აუკუსის“ სახელით ცნობილ ხელშეკრულებაზე, რომელიც ავსტრალიისთვის ბირთვული ტექნოლოგიების გადაცემას ითვალისწინებს. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს როგორც ხელშეკრულების მონაწილე, ასევე მისი გაფორმებით უკმაყოფილო ქვეყნებს შორის. საფრანგეთის მსგავსად მოკავშირეებისგან განმარტებას ევროკავშირიც ითხოვს და აინტერესებს, თუ რატომ არ იყო მოლაპარაკებებში ჩართული ყველა მხარე. ავსტრალიისთვის ბირთვული ტექნოლოგიების გადაცემის საკითხზე აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები მოლაპარაკებებს გამართავენ.