შეხვედრა უმრავლესობის წარმომადგენლებთან

დილის 9 საათიდან მართავს მოლაპარაკებებს ევროპელი დიპლომატი. დღევანდელ დატვირთულ გრაფიკში, პირველი შეხვედრა მმართველ პარტიასთან იყო ჩანიშნული. „ქართული ოცნების“ წევრები, დანიელსონის ვიზიტის ფარგლებში, მას უკვე მეორედ შეხვდნენ, თუმცა როგორც გაირკვა, დღის ბოლომდე კიდევ ერთი აუდიენციაა დაგეგმილი. უმრავლესობიდან, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ მოლაპარაკებას პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე პარტიის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე და პოლიტსაბჭოს წევრი, შალვა პაპულაშვილი ესწრებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ერთადერთი წითელი ხაზი მათთვის სამართლიანობაა, დამატებითი განმარტებები კი მათი მხრიდან არ გაკეთებულა.

მოამბე